არასასურველია

აქვს თუ არა რაიმე გვერდითი მოქმედებები ჰიროთერაპიას?

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს?

როდის არ არის სასურველი წურბელას დასმა?

მას არ აქვს დაფიქსირებული რაიმე გვერდითი მოვლენები.

წურბელას მოჭიდების ადგილი შეწითლდება და შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში გქონდეთ ქავილი, რაც თავისთ გაივლის.

ჰირუდო თერაპიაში გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო წურბელა.

წურბელა არის ერთჯერადი სარგებლობისთვის.

გამოიჩინეთ სიფრთხილე! დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით მიმართეთ სპეციალისტს სპეციალურ დაწესებულებაში.

რომელ სიტუაციებში არ გამოიყენება წურბელებით მკურნალობა?

ძირითადი პუნქტები, რომლებიც გასათვალისწინებელია ჰირუდო თერაპიის გამოყენებისას არის ის, რომ პაციენტს არ ქონდეს ანემია (სისხლნაკლულობა), არ იყენებს სისხლის გამათხელებელ საშუალებებს, არ ქონდეს ისეთი დაავადება, რომელიც ხელს უშლის კოაგულაციას.

გარდა ამისა, ჰირუდო თერაპია არ გამოიყენება ორსულ და მეძუძურ დედებზე, უკონტროლო დიაბეტით ან გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

- სისხლდენის დიათეზები (როგორიცაა ჰემოფილია)

- აქტიური სისხლდენა

- მძიმე ანემია (Hb < 10)

- დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე

- სისხლის გამათხელებელი პრეპარატების გამოყენება

- ჰირუდო თერაპია არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

სხეულის რომელ ნაწილებზე არ შეიძლება წურბელის დასმა?

- კანის რბილი უბნები (ქუთუთოების არეალის მსგავსად)

- კერატინიზებული ადგილები (როგორიცაა ხელისგული, ფეხისგული)

- უბნებზე, სადაც მთავარ ვენებია  (კისერი, ნიკაპის ქვეშ, იღლიები, საზარდული).