ჩირქგროვა

ფურუნკული (ძირმაგარა) / ჩირქგროვა

წურბელებით მკურნალობა ძირმაგარას დროს.

ფურუნკული არის ინფექცია, რომელიც ჩნდება ღრმად კანში.

იწყება კანის სიწითლით და ტკივილით . თანდათან კანი რბილდება, შემდეგ იწყებს გამკვრივებას.

ჩნდება შეშუპება და წარმოიქმნება "თვალი" ან ცენტრალური პიკი, რომელიც შეიცავს ჩირქს.

ჩირქი არის სქელი, გაუმჭვირვალე, ჩვეულებრივ, მოყვითალო ფერის მასა, რომელიც წარმოიქმნება ინფექციური მიკროორგანიზმების (მაგ. ბაქტერიების) ორგანიზმში შეჭრის შედეგად გამოწვეული ანთებით.

ჩირქი შედგება გადაგვარებული ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების), ქსოვილის ნაწილების და ცოცხალი ან მკვდარი მიკროორგანიზმებისგან.

წურბელების მოჭიდება ხდება ანთებით ქსოვილის მიმდებარე მიდამოში, რათა გაუმჯობესდეს სისხლის ცირკულაცია დაზიანებულ ადგილზე.

წურბელების კომბინირებული მოქმედების შედეგედ ხდება შეშუპების სწრაფად მოხსნა და წნევის შემცირება, შესაბამისად, ტკივილის შემცირებაც.