ინვერსიული თერაპია

ინვერსიული თერაპია

თავდაყირა დაკიდების დანადგარის მეშვეობით გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

სასარგებლოა სხეულის ტონუსის, მოქნილობის, გამძლეობის და წონასწორობითვის, ასევე ცხვირის „გაჭედვის“ დროს.

აწვდის ტვინს საკვებ ნივთიერებებს, ასწორებს ხერხემალს და ასვენებს შინაგან ორგანოებს.

მუშაობს "გრავიტაციული დაბერების ეფექტის" წინააღმდეგ.

გრავიტაციის „დაღმავალი“ წნევა ჩვენს სხეულზე იწვევს უფრო სწრაფად დაბერების პროცესს. მუდმივი წნევის შედეგად ხერხემლის მალები იკუმშება და მოკლდება, შინაგანი ორგანოები იწყებს დაწევას, ჩნდება ვარიკოზული ვენები.გრავიტაციის საპირისპირო ეფექტის გამო ტვინში მიმავალი სისხლი მცირდება და ტვინის ნორმალური ფუნქციონირება საფრთხეშია.

გამოსავალი თავდაყირა დაკიდებაა.

თავდაყირა დაკიდება ჭიმავს და ასწორებს ხერხემალს, ამცირებს გრავიტაციის უარყოფით გავლენას. ამგვარად, ასეთი პოზა ამცირებს ზეწოლას ხერხემლის დისკებზე. ორგანოები თავის ადგილას ჯდება. სისხლის ნაკადი მიმართულია თავის არეში, რის გამოც ვარიკოზულ ვენებზე ზეწოლა იხსნება და ტვინში სისხლის ნაკადის დაჩქარება ხდება. ტვინში მოხვედრილი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მატება აუმჯობესებს გონებრივ სიცხადეს.

ტკივილი მცირდება.

სახსრებისა და ზურგის ტკივილის მიზეზი, რომელსაც ბევრი უჩივის, ძირითადად გრავიტაციის ზემოქმედების შედეგია. თავდაყირა პოზაში ყოფნა ხსნის ტკივილს, მათ შორის, ნერვის ტკივილს დისკის წნევის ქვეშ და ხსნის ზეწოლას ხერხემალზე. ხერხემალი იჭიმება და დაძაბულობა იხსნება, ტკივილიც ბუნებრივად იკლებს. სახსრების ლიგატები გაძლიერებულია და შესაძლო დაზიანებები მცირდება.

ასწორებს სხეულის დგომას.

როცა თავდაყირა ვართ, გრავიტაციის გავლენით ვიჭიმებით, ხერხემალი ძლიერდება, ქრონიკულად დაჭიმული კუნთები დუნდება. ეს რელაქსაცია ხსნის წნევას და ასწორებს ხერხემლს, რითაც აუმჯობესებს სხეულის დგომას. ამ პოზის გამო, დუნდება კუნთები. როდესაც ისევ ვდგებით ჩვეულებრივ პოზაში, ვგრძნობთ სიმსუბუქეს, ძლიერ კუნთებს, ხერხემალი თავისუფალია დაჭიმულობისგან და გასწორებულია.

კვება და გაწმენდა.

ჩვენი გული ატარებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს მთელ სხეულში სისხლის მეშვეობით და ამავდროულად უზრუნველყოფს ტოქსინებისგან გაწმენდას. მაგრამ გრავიტაცია ართულებს სისხლს მიმოქცევას, ფეხებიდან გულში დაბრუნებას. ლიმფური სისტემა, რომელიც ასუფთავებს სხეულს, არ მოქმედებს როგორც ტუმბო, როგორც გული. ლიმფური სითხე, რომელიც ცირკულირებს მთელ სხეულში, გამოდევნის ნარჩენებს უჯრედებიდან და შემდეგ  გამოდევნის მათ სხეულიდან, ის მუშაობს კუნთების მოძრაობის და სიმძიმის მიხედვით. თავდაყირა დგომა, რომელიც ამცირებს გრავიტაციის უარყოფით ეფექტებს, ასვენებს გულსა და ლიმფურ სისტემას, აჩქარებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ახალი სისხლის მიმოქცევას მთელს სხეულში და მის უჯრედებში გადატანას და უზრუნველყოფს მის გაწმენდას ნარჩენებისგან.

აუმჯობესებს სხეულის ცნობიერებას და ორიენტაციას.

თავდაყირა დაკიდება ასევე ასტიმულირებს შიდა ყურს, რომელიც თავის როლს ასრულებს წონასწორობისა და პოზიციის ცნობიერებაში. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით სპორტსმენები, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ კარგი ორიენტაცია და ბალანსი თავიანთი საქმიანობისთვის, იყენებენ თავდაყირა პოზის თერაპიას, რომელსაც ინვერსიულ თერაპიას უწოდებენ. ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს ეს თერაპია.

დღეში რამდენიმე წუთის განმავლობაში თავდაყირა დაკიდეით მაშინვე იგრძნობთ სარგებელს, ტკივილი შეგიმცირდებათ, დგომა გაუმჯობესდება, აზრები ნათელი გახდება და სხეული გაიწმინდება. ინვერსიული თერაპია არის სახალისო და დამამშვიდებელი გზა თქვენი ჰოლისტიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

შენიშვნა: თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ძვლების სისუსტე, გულის და სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ან თუ ხართ ორსულად, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ინვერსიული თერაპიის გამოყენებამდე.