ჰიჯამას სახეობები

რა არის ჰიჯამას სახეობები?

ჰიჯამას სახეობები

ზოგადად, ჰიჯამას გამოყენების სამი განსხვავებული მეთოდი არსებობს.
ეს მეთოდებია: მშრალი ჰიჯამამა, სველი ჰიჯამა და მასაჟი.

მშრალი ჰიჯამას თერაპია

მშრალი ჰიჯამის დროს დროს ქილებში მტვერსასრუტის ეფექტით ხდება კანი სეწოვება.

კანი ქილაში ამოვა და გაწითლდება.. როგორც წესი, ქილები მოთავსებულია სამ წუთამდე დროის განმავლობაში ერთდროულად. თუმცა, ზოგიერთი მკურნალობა მოითხოვს უფრო მეტ ხანგრძლივობას,  შეიძლება დაჭირდეს ოც წუთამდე დრო.

სველი ჰიჯამა თერაპია

სველი ჰიჯამა წარმოქმნის უფრო რბილ ვაკუუმს და შეიძლება გაჩერდეს სამ წუთამდე, როგორც მშრალი ჰიჯამა თერაპიის დროს. თუმცა, სველი ჰიჯამა თერაპიის სესიის დროს, ჰიჯამა თერაპევტი, როგორც წესი, აკეთებს პაციენტის კანზე ზედაპირულ დასერვას სტერილული სკალპელის გამოყენებით და შემდეგ ისევ ამაგრებს სპეციალურ ქილას კანთან მომდგარი ბინძური სისხლის ამოსატუმბად. 

შესაძლოა 10 დღემდე დასჭირდეს პაციენტის კანის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას სველი ჰიჯამა პროცედურის შემდეგ.   

მნიშვნელოვანია კანის გაწმენდა პროცედურის წინ და შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის რისკი.

არაბულ კულტურაში, სველი ჯიჯამა ასევე ცნობილია როგორც "ჰაჯამათი", ან სამედიცინო სისხლდენა. სველი ჰიჯამა პოპულარულია მსოფლიოს მრავალ მუსულმანურ რეგიონში და ცნობილია, რომ გამოიყენება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ჩინურ კულტურაში, ჰიჯამას მეთოდები გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქიტი, გაციება და გულმკერდის სხვა ინფექციები.

სველი ჰიჯამა არის სისხლის გამოშვების მეთოდი და გამოიყენება სტაგნაციური სისხლის გამოსადევნად, დაავადების აღმოსაფხვრელად და ტკივილის შესამსუბუქებლად. კანის ზედაპირი, სადაც ტარდება სველი ჰიჯამა უნდა იყოს სუფთა და სტერილური, რათა თავიდან იქნას აცილებული სამკურნალო უბნების დაბინძურება.

ჰიჯამა მასაჟი

ჰიჯამა მასაჟს ატარებს ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსი. ის მასაჟით თერაპიის ფორმად ითვლება. ჰიჯამა მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს მკვრივ კუნთებს და ხელს უწყობს სხეულის რელაქსაციას. ასევე გამოიყენება წონის დაკლებისთვის და ცელულიტის შესამცირებლად. სილიკონის ქილები უფრო ხშირად გამოიყენება ამ ტიპის თერაპიისთვის, რადგან ისინი უფრო რბილი და მოქნილია, რაც აადვილებს კანის ზედაპირზე მასაჟის გაკეთებას.

ჰიჯამა მასაჟით თერაპიის დროს ზეწოლა ხდება კუნთებზე. შესაძლებელი ხდება ტკივილის მართვა, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა. ხდება დაძაბულობის და სტრესის მოხსნა.

ჰიჯამა მასაჟის დროს გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო ზეთები.

ჰიჯამა მასაჟი მიჩნეულია ალტერნატიული მედიცინის მეთოდად და მას ბევრი მომხმარებელი ყავს!