ზოგადი ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა: ორგანიზმის გაძლიერება ჰირუდო თერაპიით.

წურბელას ნერწყვი შეიცავს ფერმენტებს, რომელიც ხვდება ადამიანის ორგანიზმში და აძლიერებს იმუნურ სისტემას. 

გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში, ხელს უწყობს უჯრედების უფრო ეფექტურად მუშაობას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

წურბელას ნერწყვი შეიცავს 100-ზე მეტ ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ისინი შეიცავს: 

ანტიელასტაზას, რომელიც ანელებს კანის დაბერების პროცესს, ახდენს უჯრედების, შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას,

ჰიალურონის მჟავას ძლიერი ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტით,

სტეროიდებს, რომლებიც ეხმარება კანს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს,

ლიპიდებს და ფოსფატიდურრ მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის კანის საიზოლაციო და დამცავ ფენას,

ელასტინს და კოლაგენაზას, რომლებიც აქვეითებენ ქსოვილების დაძაბულობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, წურბელები გამოიმუშავებენ სეროტონინს და ენდორფინებს (ამშვიდებს რეცეპტორს), ეგლინს (ანთების საწინააღმდეგო საშუალება) და ჰისტამინის მსგავს ნივთიერებას (რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას).